,,ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი''-ს ტრენინგმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა და პროექტების სწავლებაში დანერგვა, როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის,როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები და როგორ გამოვაქვეყნოთ სხვებისთვის გასაზიარებლად.
Friday, February 28, 2014
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს გადავხედეთ პორტფოლიოს. შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო და ვისწავლეთ პიკასა-ალბომის შექმნა. შემდეგ ტრენინგის ყველა წევრმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. ბოლოს კი გვქონდა ტრენინგის შეჯამება.გადავიღეთ სურათები და გადმოგვეცა სერთიფიკატები.
უღრმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთის!
უღრმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთის!
Sunday, February 23, 2014
ტრენინგის მერვე დღე
დღევანდელი დღეც დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ დავიწყეთ ფასილიტაციის ნიმუშების განხილვა და შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი ფასილიტაციის ნიმუში. შემდეგ გავხსენით ჩვენი საქაღალდე და ჩეკ-ლისტით შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიოს სისრულე. ბოლოს კი პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.
Saturday, February 22, 2014
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.შემდეგ გადავედით მოსწავლეთა ნიმუშების შექმნაზე - საჭიროების გათვალისწინებით (სსსმ და მაღალი აკადემიური მოსწავლეების ნიმუშები). ვიმუშავეთ გეგმის დახვეწა-სრულყოფაზე.
მადლობა ქალბატონ ქეთის!
მადლობა ქალბატონ ქეთის!
Sunday, February 16, 2014
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენგი დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვიმუშავათ მოსწავლის ბლოგზე, ვისწავლეთ გვერდები და გაჯეტები. გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია და ავტვირთეთ.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
Saturday, February 15, 2014
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით. შემდაგ გადავედით ვიდეოფილმების საცავის youtube-ს განხილვაზე და ვისწავლეთ როგორ ხდება ვიდეოს ატვირთვა საცავში და მისი გადატანა ბლოგში.
გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. ვიმუშავეთ ბლოგზე სხვადასხვა სახის გაჯეტების ჩასმაზე და გამოკითხვის გაჯეტის გაკეთებაზე.
მადლობა ქალბატონ ქეთის!
გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. ვიმუშავეთ ბლოგზე სხვადასხვა სახის გაჯეტების ჩასმაზე და გამოკითხვის გაჯეტის გაკეთებაზე.
მადლობა ქალბატონ ქეთის!
Sunday, February 9, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები, გავაკეთეთ შეფასების მონახაზი. შევქმენით პროექტის პროფილის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.
დღევანდელი დღეც საკმაოდ საინტერესო იყო.
დღევანდელი დღეც საკმაოდ საინტერესო იყო.
Saturday, February 8, 2014
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე მასალის გამეორებით დავიწყეთ. შემდეგ ვიმუშავეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტის დადგენაზე. განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის მიზანი და ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე. ბოლოს მოვახდინეთ მესამე დღის რეფლექსია.
ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.
ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.
Sunday, February 2, 2014
ტრენინგის მეორე დღე
დღეს ჩვენი ტრენინგის მეორე დღეა. ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით. გავიმეორეთ ნასწავლი მასალა, ვისაუბრეთ პროექტისთვის შერჩეულ თემებზე. გვქონდა პრაქტიკული სამუშაო - ბუკლეტის მომზადება. მოვიძიეთ სურათები ინტერნეტის საშუალებით და ჩავსვით ბუკლეტში. გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს და ტასტურ რედაქტორში ინსტრუმენტების გარჩევას.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ქეთი ცერაძეს .
მადლობას ვუხდით ქალბატონ ქეთი ცერაძეს .
Saturday, February 1, 2014
ტრენინგის პირველი დღე
2014 წლის 1 თებერვალს ქალაქ გორის 7-ე სკოლაში დავიწყეთ ტრენგი ,,ინტელის საბაზისო კურსი'' ტრენერი-ქალბატონი ქეთევან ცერაძე.
დღის წესრიგი :
1. გაცნობა ;
2. საორგანიზაციო საკითხები;
3.ინტელის კურსის მიზნები და მასაღწევი შედეგები;
4.სასწავლო კურსის გზამკვლევის გაცნობა;
5.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები;
6.პროექტის პორტფოლიოს შექმნა;
7.პროექტის გეგმების გაცნობა;
8.ბლოგის შექმნა და რეფლექსია.
Subscribe to:
Posts (Atom)